დავით გარეჯის კომისიის ორი წევრის დაკავებას ოპოზიცია პროკურატურასთან გააპროტესტებს
დავით გარეჯის კომისიის ორი წევრის დაკავებას ოპოზიცია პროკურატურასთან გააპროტესტებს

A+ A-

17:15 07/10/2020
დავით გარეჯის კომისიის ორი წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების გასაპროტესტებლად, დღეს 7 საათზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ელენე ხოშტარია „თვისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრთან, ნინო გოგუაძესთან ერთად, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
 
ხოშტარიამ მოწოდება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების დაკავებას არ შეარჩენს.
 
„7-ზე მე და ნინო გოგუაძე მივდივართ პროკურატურასთან (ორთაჭალა) წესიერი ადამიანების დაჭერის გასაპროტესტებლად!
 
ვისაც დრო გექნებათ, მოდით. მარტოც რომ ვიყო, 7-ზე იქ ვიქნები და ჩემ სათქმელს ვიტყვი.
 
არ დაგაჩაგრინებთ ადამიანებს, ამ სიბინძურეს არ შეგარჩენთ.
დღეს 7-ზე პროკურატურასთან“, - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
 
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავა.