სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, ე.წ. "კანონიერ ქურდებს", როგორც ჩანს, თავად მიმართავს დახმარებისთვის - გურამ მაჭარაშვილი
სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, ე.წ. "კანონიერ ქურდებს", როგორც ჩანს, თავად მიმართავს დახმარებისთვის - გურამ მაჭარაშვილი

A+ A-

13:26 12/10/2020

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ მიზანს მიაღწიოს, „ქართული ოცნება“ კი ემიჯნება ე.წ ქურდული სამყაროს ჩარევას არჩევნებში და ზოგადად მათ არსებობას. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას „ქართული ოცნების“  ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია და შესაძლოა ის თავად მიმართავდეს დახმარებით ე.წ კანონიერ ქურდებს.

„მიხეილ სააკაშვილისგან გასაკვირი არაფერია, ყველაფერს უნდა ველოდოთ, შესაძლოა ის თავად მიმართავს ე.წ კანონიერ ქურდებს დახმარებისთვის.

მინდა, საზოგადოებას მივმართო თქვენი მეშვეობით და კიდევ ერთხელ ვუთხრა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან აქვთ საქმე. მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ თავის მიზანს მიაღწიოს, ამისთვის კი შეუძლია, რომ ბინძურ გზასაც მიმართოს“ ,-ამბობს მაჭარაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

მაჭარაშვილის თქმითვე, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი როლი ითამაშა ე.წ ქურდული სამყაროს „ამოძირკვაში“ და ექსპრეზიდენტი სააკაშვილის ბრალდებებს, რომ თითქოს „ოცნება“ „ქურდებს“ რევს არჩევნების პროცესში, არის სიცურე.

„ქართულმა ოცნებამ“ უდიდესი როლი ითამაშა ე.წ ქურდული სამყაროს „ამოძირკვაში“, ჩვენ გავამკაცრეთ, აღმოვფხვერით სიმპათიები საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც მათ მიმართ დადებიტი დამოკიდებულება ჰქონდა, ამიტომაც ის ბრალდებები, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ „ქურდებს“ იყენებს არჩევნებში, არის დიდი სიცრუე. საზოგადოება უკვე შეთანხმდა, რომ ე.წ ქურდული სამყარო არ არის ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა.ეს იყო საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მიმართულება რაც თაობებმა ჩაახშეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზზე შედარებით ნორმალური პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილი, ვიდრე დღეს არის ოპოზიციის რიგებში.

„31ოქტომბრის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი სიტუაცია შეიცვლება და ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე შედარებით, უფრო ნორმალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილი და ისინი მსგავს ქმედებებს არ განახორციელებენ, რასაც ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ“.-ამბობს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 11 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა, რის შემდეგაც განცხადება გააკეთა „ქართულ ოცნებასა“ და ე.წ კანონიერი ქურდების ურთიერთობის შესახებ და აღნიშნა, რომ „ქურდებმა“ „ოცნება“ მიატოვეს.

ხატია მამულია