მესტიაში ხანძარს ებრძვიან
მესტიაში ხანძარს ებრძვიან

A+ A-

16:35 12/10/2020

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ დიზოში ტყეში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხდება ცნობილი, ამ დროისთვის ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია  რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.