"ლელო" "ნაციონალების" სათქმელს ამბობს, "ნაციონალები" "ევროპული საქართველოსი" - "ოცნება" კი მაინც ბატონ ბიძინას ირჩევს
"ლელო" "ნაციონალების" სათქმელს ამბობს, "ნაციონალები" "ევროპული საქართველოსი" - "ოცნება" კი მაინც  ბატონ ბიძინას ირჩევს

A+ A-

11:03 13/10/2020

ევროპული საქართველო“ რასაც ლაპარაკობს (ბიძინას მუშტი და მიშას იდაყვი), იმას უნდა ლაპარაკობდეს “ლელო“. “ლელო“ რასაც ლაპარაკობს (მარშალის გეგმა და 200 000 სამუშაო ადგილი), იმას უნდა ლაპარაკობდეს “ნაციონალური მოძრაობა“, “ხოლო ქართული ოცნება“ რას ლაპარაკობს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მისი ამომრჩეველი მაინც „ბატონ ბიძინას“ ირჩევს. ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პოლიტიკის ექსპერტი პარტიებს წინასაარჩევნოდ აშარჟებს.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ისინი წინასაარჩევნო დაპირებებში ჯაჭურად არიან გადაბმული.

“პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას რასაც ვუყურებ, ერთადერთი “გირჩი“ “გირჩობს“ ძველებურად.

ხოლო, დანარჩენებს რაც შეეხებათ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ევროპული საქართველო“ რასაც ლაპარაკობს (ბიძინას მუშტი და მიშას იდაყვი), იმას უნდა ლაპარაკობდეს ლელო“. “ლელო“ რასაც ლაპარაკობს (მარშალის გეგმა და 200 000 სამუშაო ადგილი), იმას უნდა ლაპარაკობდეს ნაციონალური მოძრაობა“. “ნაციონალური მოძრაობა“ რასაც ლაპარაკობს (ისევ ის ვართ რაც ვიყავით, ოღონდ უკეთესი), იმას უნდა ლაპარაკობდეს ევროპული საქართველო“. ასევე, ქართული ოცნება“ რასაც ლაპარაკობს (დავასრულებთ “ნაცებს“), იმას უნდა ლაპარაკობდეს პატრიოტთა ალიანსი“.

პატრიოტთა ალიანსი“ რასაც ლაპარაკობს (თურქეთი ოკუპანტია და ძირს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი), იმას ნამდვილად უნდა ლაპარაკობდეს “პატრიოტთა ალიანსი“, ოღონდ ამ პროგრამას სახელად "სტრატეგია აღმაშენებელი" უნდა ერქვას.

ხოლო "სტრატეგია აღმაშენებელი" რასაც ლაპარაკობს (აგაშენებთ, დაგამშვენებთ), იმას უნდა ლაპარაკობდნენ ლეიბორისტები“. 

ლეიბორისტები“ რასაც ლაპარაკობენ, იმას არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს, რადგან მისი ამომრჩეველი მაინც პირადად შალვა ნათელაშვილს აძლევს ხმას, ისევე როგორც “ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ბატონ ბიძინას.

შესაბამისად “ქართული ოცნება“ რას ილაპარაკებს თითქოს იმასაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ იმისთანებს ლაპარაკობენ, რომ კაცმა არ იცის“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები, ქვეყნის მასშტაბით, 31 ოქტომბერს გაიმართება.