ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს არაფერი აქვთ სანერვიულო - ილჰამ ალიევი
ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს არაფერი აქვთ სანერვიულო - ილჰამ ალიევი

A+ A-

17:12 14/10/2020

ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს არაფერი აქვთ სანერვიულო, აზერბაიჯანი მრავალეროვანი სახელმწიფოა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ გამოცემა Habertuk-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ალიევმა აღნიშნა, იგი სამშვიდობო მზადყოფნას გამოთქვამს.

"ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ყარაბაღში მცხოვრებ სომხებთან, ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს არაფერი აქვთ სანერვიულო, აზერბაიჯანი მრავალეროვანი სახელმწიფოა", - განაცხადა ალიევმა.

ალიევმა თურქულ გამოცემასთან ინტერვიუში სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად, საქართველო მოიყვანა.

"200 ათასი სომეხი და 200 ათასი აზერბაიჯანელი საქართველოში ცხოვრობს, ზოგიერთ ქართულ სოფელში ისინი ერთადაც კი ცხოვრობენ და მათ შორის პრობლემები არ არსებობს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 27 სექტემბრიდან განახლდა. სომხეთ-აზერბაიჯანი შეირაღებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ 9 ოქტომბერს, მოსკოვში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, კონფლიქტის ზონაში დაპირისპირება მაინც გრძელდება.