ევროკავშირი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული პირების სიას გაასაჯაროებს და სანქციებს აამოქმედებს
ევროკავშირი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული პირების სიას გაასაჯაროებს და სანქციებს აამოქმედებს

A+ A-

10:53 15/10/2020

ევროკავშირი დღეს იმ პირთა სიას გაასაჯაროებს, რომლებსაც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, სანქციები დაუწესდებათ და სანქციები დღეიდან ამოქმედდება. 

როგორც გერმანული „შპიგელი“ წერს, სასანქციო სიის გასაჯაროვება გამიზნულად გაჭიანურდა, რადგან პირებს, რომლებიც სიაში ფიგურირებენ, ევროკავშირში არსებული აქტივების გადატანა ვერ მოესწროთ.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს.