ნოღაიდელის ჩვენებას ბუმბულის წონა აქვს, ეს უბედურები სააკაშვილის "გაშავებას" ვერ მოასწრებენ - სანიკიძე
ნოღაიდელის ჩვენებას ბუმბულის წონა აქვს, ეს უბედურები სააკაშვილის "გაშავებას" ვერ მოასწრებენ - სანიკიძე

A+ A-

17:45 15/10/2020

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე უნდოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დავით გარეჯის თემის წამოჭრა, თუმცა მედიამ დაასწრო და საქმე ჩაუშალა. ამის შესახებ „2020NEWS“-ს ექსკლუზიურად საარჩევნო კოალიციის - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ სიის მე-16 ნომერმა, გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას დავით გარეჯის საქმეზე ბუმბულის წონა აქვს და მნიშვნელოვანი არ არის.

„ნოღაიდელის ჩვენებებს ბუმბულის წონა აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, რა ჩვენება მისცა. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ეს საკითხი სპეციალურად, წინასაარჩევნოდ არის წამოჭრილი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „გააშავონ“, - ამბობს სანიკიძე სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნება“ ისევე შეეწირება დავით გარეჯის საქმეს, როგორც თავის დროზე კომუნისტური პარტია შეეწირა.

„მმართველ გუნდს სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართული მიწების გაყიდვა და საქართველოს ღალატი დააბრალოს, სწორედ ამიტომაც დაიწყეს ეს წინასაარჩევნო კამპანია.

სანდო წყაროსგან ვფლობ ინფორმაციას, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდოდა სააკაშვილის თემის წამოჭრა, რომ თითქოს ის მოღალატე და გამყიდველია, თუმცა ქართულმა მედიასაშუალებებმა ხელი შეუშალა და ინფორმაციის გასაჯაროება დაასწრო.

„ქართული ოცნება“ ისევე შეეწირება დავით გარეჯის საქმეს, როგორც თავის დროზე კომუნისტური პარტია შეეწირა“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვერ მოასწრებს მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას და „შავ“ დღეში თავად აღმოჩნდებიან.

„ეს საქმე უკუღმართად დაუტრიალდება „ოცნებას“.

ეს უბედურები ვერ მოასწრებენ არჩევნებამდე სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას და თავად აღმოჩნდებიან „შავ დღეში“.

იმ ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება ასე მარტივად არ შერჩებათ, კატასტროფულად დაუმთავრდებათ მოღვაწეობა“, - ამბობს სანიკიძე.

ცნობისთვის, ე.წ კარტოგრაფების საქმეში, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვარი ოფიციალურად გამოჩნდა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

ხატია მამულია