რა მაგიურმა პრეპარატმა განკურნა ტრამპი და რა ეშველება დანარჩენ კოვიდინფიცირებულ მსოფლიოს? – "2020NEWS"-ის ექსკლუზივი გაეროდან
რა მაგიურმა პრეპარატმა განკურნა ტრამპი და რა ეშველება დანარჩენ კოვიდინფიცირებულ მსოფლიოს? – "2020NEWS"-ის ექსკლუზივი გაეროდან

A+ A-

17:38 16/10/2020

მაშინ, როცა საქართველოში კორონავირუსი რეკორდებს ხსნის, რა  შემთხვევაში შეიძლება ჩაიკეტოს ქვეყანა, როდის იქნება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა პრეპარატი მიიღო შეერთებული შტატების კოვიდინფივირებულმა  პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც თავი სუპერგმირად აგრძნობინა? - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის სფეროში, პროფესიით ექიმი, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ბორდის წევრი გიორგი ფხაკაძე „2020NEWS“-ს ესაუბრა.

ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, ამასთან რეკორდულად იზრდება ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ასეთ დროს?

- ჯერ კარგად  უნდა გავაცნობიეროთ, სად ვართ. საქართველოს ჯანდაცვის სისტემას მაქსიმუმ შეუძლია აიტანოს ათასამდე მძიმე პაციენტი, ანუ ვისაც სჭირდება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. ხელისუფლება როდესაც აცხადებს, რომ 3-დან 5 ათასამდე საწოლი გვაქვს, საწოლების რაოდენობა თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ არ გყავს საკმარისი რაოდენობით რეანიმატოლოგები. ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ტიკარაძეც ამბობს, რომ 400 რეანიმატოლოგი ყავთ და 1 200 პაციენტის მართვა შეუძლიათ, ეს არის მაქსიმუმი.

ჩემი კალკულაციით, მხოლოდ 1 000 მძიმე პაციენტის მართვაა შესაძლებელი საქართველოში.  საუბარია ისეთ პაციენტებზე, რომელთაც სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევთ.  მათი რაოდენობა თუ გადაცდება 500-ს, მაშინ უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა.

ქვეყანა ჩაიკეტება თუ არა, არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენი პაციენტია ინფიცირებული. სტატისტიკის ეს ფორმაც საეჭვოა, რადგან  საუბარია ტესტების ხარისხზე, ჩატარების წესსა და სხვა ინდიკატორებზე.

- თქვენ ბრძანდებით გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის სფეროში,  რამდენად კარგად იცნობთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას  და თუ გაქვთ კონტაქტი, როგორც მრჩეველს ხელისუფლებასთან?

- მე საქართველოს მთავრობასთან არ მაქვს ურთიერთობა. არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვარ აფელირებული, არც სახელმწიფო დაწესებულებებთან. საქართველოში ვმუშაობდი და ვმართავდი დაახლოებით 70-მდე საავადმყოფოს.

რამდენიმე წელი ვიყავი „ევექსის“ პასუხისმგებელი პირი. შესაბამისად, ვიცი, თუ რა ხდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, განსხვავებით სხვა ექსპერტებისაგან, რომლებსაც მხოლოდ თეორიულად აქვთ წარმოდგენა ამის შეახებ. მაქვს პრაქტიკული გამოცდილება, თუ რა ხდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. აპოლიტიკური ექსპერტი ვარ ჩემს სფეროში.

ვაცხადებ, რომ კოვიდინფექცია არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანას ჰქონია ჯანდაცვის მიმართულებით.

– დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კოვიდვირუსი იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე იყო შიდსი, მალარეა, ჰეპატიტი და ტუბერკულოზი.  რა პროგნოზი არსებობს ამ მიმართულებით მსოფლიოში?

- პროგნოზები ძალიან მძიმეა. ამ ვირუსს ახასიათებს ცვალებადობა. საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს,  ვინც უკვე კოვიდი გადაიტანეს, ახალი თანმხლები დაავადებები გამოუვლინდათ. უზიანდებათ ფილტვები, თირკმელები...

- საუბრობენ იმაზე, რომ ვინც გადაიტანა კოვიდინფექცია, მათი სისხლის პლაზმის გამოყენება ხდება მკურნალობის მიზნით, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

- ეს არის ერთ-ერთი საშუალება კვლევისათვის და ამას დრო ჭირდება. ისე არ ხდება, როგორც ფილმებშია -ვიღაცამ  ლაბორატორიაში გამოიგონა წამალი და მეორე დღეს მთელი მსოფლიო გადარჩა. პლაზმა იქნება, თუ რემდესივირი (მე ძალიან დიდი კრიტიკოსი ვიყავი ამ საშუალების) თუ სხვა საშუალება, ამაში  გარკვევა არ არის მოსახლეობის საქმე, ეს არის მეცნიერების საქმე.  ერთს გეტყვით, რომ ახლო მომავალში არც წამალი გვექნება და არც ვაქცინა.

რა გაძლეამის თქმის საშუალებას?

- ეს არის რეალობა. ვაქცინის შექმნას სჭირდება 1-დან 5 მილიარდ დილარამდე თანხა და 1-დან 5 წლამდე დრო. როგორადაც უნდა გაკეთდეს მეცნიერული სიმულაცია, ადამიანის ორგანიზმი არის განსხვავებული. ეს არის მეცნიერება და ამას ვერ შეცვვცვლით. 

ვაქცინა რომ იყოს, მას სჭირდება დამზადება, რაც ასევე იოლი პროცესი არ არის. თუ იქნება გამოგონებული ვაქცინა, შეიძლება ეს წლის ბოლომდეც მოხდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისათვის მოკლე დროში გახდება ხელმისაწვდომი.

ვაქცინა მომავალი 2021  წლის ბოლოს თუ იქნება, ეს დიდი მიღწევად ჩაითვლება, მაგრამ მე ამის დიდი იმედი არ მაქვს.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც დაავადდა კორონავირუსით მალევე გამოვიდა შეხვედრებზე და აცხადებს, რომ ისეთი წამალი მიიღო, რამაც თავი სუპერგმირად აგრძნობინა. რა წამალია ასეთი?

- მე არ ვარ ბატონი ტრამპის ექიმი. ვფიქრობ, რომ მას ქონდა მსუბუქად გამოხატული სიმპტომები და ეს მაგიური წამალი იყო "პარაცეტამოლი", რომელმაც  დაუწია ტემპერატურა.  ინფიცირებულთა 80-90 %-ში დაავადება  უსიმპტომოდ, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. მხოლოდ 10%-სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპია. ალბათ, ბატონი ტრამპი მოხვდა იმ 90 %-ს შორის,  რომელთაც მსუბუქ ფორმებში აღენიშნათ ვირუსი.

ირინა მაკარიძე