ბათუმში ნამდვილად არ ველოდით ჩვენ ხალხის ამხელა ნაკადს - ზაალ უდუმაშვილი
ბათუმში ნამდვილად არ ველოდით ჩვენ ხალხის ამხელა ნაკადს - ზაალ უდუმაშვილი

A+ A-

15:22 17/10/2020

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ბათუმში გამართულ აქციაზე ხალხის ამხელა ნაკადს არ ელოდებოდნენ. 

როგორც უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხალხის დიდი ნაკადის გამო შეიქმნა ლოჯისტიკური პრობლემები.

"ბათუმში ნამდვილად არ ველოდით ჩვენ ხალხის ამხელა ნაკადს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად, მათ შორის იყო თერმოსკრინინგის აპარატები, იყო პირბადეები, რომლებიც რიგდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა ამიტომ შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განცხადებით, აქციაზე 5 000-მდე პირბადე დაარიგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დიდი ოდენობით აქციის მონაწილეების გამო თითოეულ მათგანთან მისვლა და გაფრთხილება ვერ მოხერხდა.

"ბათუმმა გარკვეიულწილად დაგანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებულები ვიქნებით რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები ჩვენ აქციებთა დაკავშირებით", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიამ საარჩევნო პროგრმაც გააცნო.