საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა

A+ A-

11:10 18/10/2020

საქართველოში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 136-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 060-ს შეადგენს.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი.