სუსმა უკანონოდ შეაღწია ჩვენს შტაბში - ხატია დეკანოიძე
სუსმა უკანონოდ შეაღწია ჩვენს შტაბში - ხატია დეკანოიძე

A+ A-

11:24 18/10/2020

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მის შტაბში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონოდ შეაღწია.

როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, სუს-ი აპარატურის დასაყენებლად შევიდა შტაბში. 

„ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ. უცებ, ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ, ვინც იყო გაიქცა.

უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია, ვინც შეაღწევდა და რისთვის.

ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი“, - წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.