ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა - მარინა ენდელაძე
ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა - მარინა ენდელაძე

A+ A-

11:21 18/10/2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„ლიდერობს ამჟამად უკვე თბილისი, სადაც ახალი შემთხვევა არის 471, აჭარაში – 343, იმერეთში – 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 45, შიდა ქართლში – 37, ქვემო ქართლში – 39, გურიაში – 18, სამხე ჯავახეთში -14, მცხეთა მთიანეთში – 13, კახეთში – 11“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 8 პაციენტიდან 3 პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.

“ჯამში ქვეყანაში 136 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დაგვემატა 8 პაციენტი და აქედან, 3 პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში”, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.