ინფიცირებულთა მატება სააკაშვილს ახარებს, იმედია, 31 ოქტომბრიდან "ნაცმოძრაობისნაირი" ოპოზიცია აღარ გვეყოლება - მაჭარაშვილი
ინფიცირებულთა მატება სააკაშვილს ახარებს, იმედია, 31 ოქტომბრიდან "ნაცმოძრაობისნაირი" ოპოზიცია აღარ გვეყოლება - მაჭარაშვილი

A+ A-

14:54 19/10/2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მატება "ნაციონალურ მოძრაობას" ახარებს. მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, "ნაციონალური მოძრაობა" კი მის გავრცელებას უწყობს ხელს. ამის შესახებ "2020NEWS"-თან საუბრისას, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს ვირუსს უწოდებს და "ნაციონალურ მოძრაობას" ვაქცინას, არის არასერიოზული და საზოგადოებამ კარგად იცის, რომელი ძალა დგას ვირუსის მხარეს და რომელი - არა.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რომ არასერიოზულია, ყველამ კარგად ვიცით. რაც შეეხება მის მეტაფორულ განცხადებას, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს ვირუსს უწოდებს და "ნაცმოძრაობას" ვაქცინას, ცოტათი სასაცილოა.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომელი მხარე დგას ვირუსთან და რომელი - ვაქცინასთან.

ზოგადად მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, "ნაციონალური მოძრაობა" კი მის გავრცელებას უწყობს ხელს, ამის მაგალითი კი რამდენიმე დღის წინ მოწყობილი ფართომაშტაბიანი შეხვედრა გახლდათ აჭარაში", - ამბობს მაჭარაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

მაჭარაშვილის თქმითვე, "ნაციონალურ მოძრაობას" კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზრდა ახარებთ და საზოგადოებას ფართომაშტაბიანი შეხვედრებისკენ მოუწოდებენ.

"ნაცმოძრაობას" "კოვიდ-19"-ით ინფიცირებული პაციენტების ზრდა უხარიათ, ისინი საზოგადოებას ფართომაშტაბიანი შეხვედრებისკენ მოუწოდებენ და როდესაც ჩვენ ამ შეხვედრის შედეგი ვახსენეთ, გრიგოლ ვაშაძემ პასუხისთვის კორონავირუსთან გადაგვამისამართა.

შესაძლოა, მათთვის "კოვიდ-19" სასაცილო თემაა, თუმცა ჩვენთვის ეს ასე არაა. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ როგორ ზრუნავს თავის ქვეყანაზე და კორონავირუსთან ბრძოლაში ყველანაირ რესურს იყენებს",-განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით, არჩევნების გადადების საშიშროება არ არსებობს, რადგან შექმნილი სიტუაცია მართვადია.

"ჯერჯერობით, არჩევნების გადადების საშიშროება არ არსებობს, რადგან ეპიდსიტუცია მართვადია.საზოგადოებამ უნდა საქართველოს ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ხელი არ უნდა შევუწყოთ კორონავირუსის გავრცელებას.

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, იმედია "ნაცმოძრაობისნაირი" ოპოზიცია აღარ გვეყოლება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - ამბობს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კორონავირუსი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ვირუსის ვაქცინა.

ხატია მამულია