რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებენ უკვე საქართველოში?
რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებენ უკვე საქართველოში?

A+ A-

14:29 19/10/2020

ადენოვირუსი, რინოვირუსი -  ეს იმ ვირუსული ინფექციების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში უკვე სეზონურად ცირკულირებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გარდა კორონავირუსის ინფექციისა უკვე აღნიშნულმა ვირუსებმაც იჩინა თავი. 

მისივე თქმით,  ჯერჯერობით არ ჩანს გრიპის ვირუსი და არც სხვა კორონავირუსი. 

„უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს, არც სხვა კორონავირუსები ჩანან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე, გამყრელიძემ ისაუბრა სეზონურ ვაქცინასთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, უკვე შემოსულია ვაქცინის 25 000 დოზა, რომელიც განაწილებულია პოლიკლინიკებში.

გამყრელიძე განმარტავს, რომ პირველ რიგში რისკ ჯგუფში შემავალი პირები იცრებიან.