"გურიანიუსის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდგინდა
"გურიანიუსის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდგინდა

A+ A-

15:31 19/10/2020

"გურიანიუსის" ჟურნალისტს, ნინო ნანიტაშვილს დღეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია “2020NEWS“-ს საინფორმაციო სააგენტოს მთავარმა რედაქტორმა, ია მამალაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ჟურნალისტი რედაქციასთნ დისტანციურად თანამშრომლობდა და ამდენად, ინფექციის გადაცემის რისკი არ არსებობს.

"კორონავირუსი დაუდასტურდა ჩვენს თანამშრომელს ნინო ნანიტაშვილს. ის ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობს. სპეციალისტები მუშაობენ, რომ დაადგინონ მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნინო ჩვენი იმერეთის კორესპონდენტია, ამდენად ის მასალებს დისტანციურად გვაწვდის, შესაბამისად, ინფექციის გადადების რისკი არ არსებობს", - განაცხადა ია მამალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ირინა მაკარიძე