ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის კონტროლის მექანიზმების შემუშავებაა აუცილებელი - ლავროვი
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის კონტროლის მექანიზმების შემუშავებაა აუცილებელი - ლავროვი

A+ A-

16:32 19/10/2020

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის კონტროლის მექანიზმების შემუშავებაა აუცილებელი.  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩონოვიჩ-ბურიჩთან შეხვედრისას განაცხადა.

„ამაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ჩვენი თავდაცვის სამინისტრო, პირველ რიგში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ასეთი მექანიზმი შეთანხმდება“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, აუცილებელია „მხარეებს ხელი შეუწყონ, შეათანხმონ საკვანძო დებულებები, რომლებიც უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რეგიონში ვითარების დასტაბილურების საშუალებას მისცემთ“.

საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მიღებულმა დოკუმენტებმა მთიან ყარაბაღში ვითარების კარდინალურად შეცვლა ვერ შეძლო.