რატომ არ გაკითხავენ ეპიდემიოლოგები თვითიზოლაციაში, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ? - იმნაძის განმარტება
რატომ არ გაკითხავენ ეპიდემიოლოგები თვითიზოლაციაში, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ? - იმნაძის განმარტება

A+ A-

17:03 19/10/2020
კონტაქტი არის, როდესაც 15 წუთი და მეტი, 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ურთიერთობ ინფიცირებულ ადამიანთან - ნიღბის გარეშე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
 
მისივე თქმით, ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ დაავადებულთან კონტაქტში იყვნენ და საფრთხე ემუქრებათ, მათ კი ეპიდემიოლოგები არ აკითხავენ შესამოწმებლად, თუმცა ეს ასე არ არის.
 
მისი განმარტებით, კონტაქტად ითვლება, როდესაც ადამიანები 15 წუთის მანძილზე ერთმანეთთან ნიღბისა და დისტანციის გარეშე ურთიერთობენ.
 
"ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ყველა ყველასთან კონტაქტშია. კონტაქტი არის, როდესაც 15 წუთი და მეტი 1 მეტრ და ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა ნიღბის გარეშე ავადმყოფთან. ეს ითვლება კონტაქტთან. ვისაც არ ჰქონია 15 წუთი და მეტი 1 მეტრ ნაკლებზე ურთიერთბა და ნიღაბი ვისაც ეკეთა, არ ითვლება კონტაქტად. ბევრი უკმაყოფილოა, რომ მე კონტაქტი ვიყავი და არ მომაკითხესო. ამასთანავე, ნიღაბი უნდა გვეკეთოს ყველას და დისტანციაც უნდა დავიცვათ. ნიღაბი თუ გგვექნება და დისტანციას დავიცავთ, პიკი აღარ გვექნება, მართალია, კორონა არ გაქრება, თუმცა ასე არ გაიზრდება ინფიცირებულთა რიცხვი". - ამბობს იმნაძე.
 
შეგახსენებთ, დღეს, ქვეყანაში კორონავირუსის 1186 შემთხვევა დაფიქსირდა, 278 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.