ლარი გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა
ლარი გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა

A+ A-

17:06 19/10/2020

ეროვნული ბანკის ცნობით, 16 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2186 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.63 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7728 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.78 თეთრი შეადგინა.

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

"2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2100 შეადგინა", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.