კორონავირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის თვალსაზრისით ნოემბერი იქნება ძალიან მძიმე თვე - გიორგი ფხაკაძე
კორონავირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის თვალსაზრისით ნოემბერი იქნება ძალიან მძიმე თვე - გიორგი ფხაკაძე

A+ A-

17:18 19/10/2020

კორონავირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის თვალსაზრისით ნოემბერი იქნება ძალიან მძიმე თვე. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში გიორგი ფხაკაძემ "ტვ, პირველთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ოქტომბერში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო.

"ოქტომბერში მეორე ტალღა პრაქტიკულად დაიწყო სტატისტიკურად ჩვენთან ახლოს მყოფ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, ასევე მთელ ევროპაში. ევროპა უკვე იკეტება. რაც ახლა ხდება საქართველოსა და რეგიონში, ეს არ არის პიკი, ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, ნოემბერი იქნება ძალიან მძიმე თვე. ბოლო დღეებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის ზრდას 10 დღეში სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა მიყვება", -აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებები საკარანტინე რეჟიმზე გადავიდნენ.

"უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. გამოსავალი არის პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია. აუცილებელია, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება გადავიდეს საკარანტინე რეჟიმში, რომ სამედიცინო დაწესებულება არ გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო", -აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი.