გახარია ვერაფერი კრიზისმენეჯერი აღმოჩნდა, ეკონომიკაც ჩააფლავა და "კოვიდიც" აუფეთქდა - კაპანაძე
გახარია  ვერაფერი კრიზისმენეჯერი აღმოჩნდა, ეკონომიკაც ჩააფლავა და "კოვიდიც" აუფეთქდა - კაპანაძე

A+ A-

18:51 19/10/2020

გახარია ვერაფერი კრიზისმენეჯერი აღმოჩნდა, ეკონომიკაც ჩააფლავა და კოვიდიც აუფეთქდა. აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე “2020NEWS”-თან საუბრისას. მისი თქმით, ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი დახვდა “კოვიდის” მეორე ტალღას.

“ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი დახვდა კოვიდის მეორე ტალღას. ამ ხნის განმავლობაში მთავრობას ცოტა მეტი ძალისხმევა რომ გამოეჩინა და მომზადებულიყო ამ პერიოდისათვის, ახლა ეს შედეგი არ გვექნებოდა. არც საწოლების რაოდენობაზე უზრუნიათ, არც კოვიოდკლინიკები შეუქმნიათ, არც საველე ჰოსპიტალები. როგორც ჩვევიათ, ბოლო წუთებში იწყებენ ყველაფერს “ფაცი-ფუცით”, ახლა, როდესაც ინფიცირებულების რაოდენობა ათას გადასცდა. არაფერი გახარიას თავმოსაწონები არ აქვს. საერთოდ ჩააგდეს საინფორმაციო კამპანია. ის, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არ ჯერათ კოვიდის, ეს პირველ რიგში, მთავრობის დანაშაულია. ეგონათ, რომ გამოიყენებდნენ კოვიდს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის, თავად ჩაიწერდნენ ქულებს და ოპოზიციის დემონიზებას მოახდენდნენ, როგორც “კოვიდის მხარეზე მყოფი” უპაუხისმგებლო ძალის. ყველამ დაინახა, რომ ვერანაირი კრიზისმენეჯერი გახარია ვერ არის, ეკონომიკაც ჩააფლავა და კოვიდიც აუფეთქდა. ტიკარაძე საერთოდ დიანგნოზია ამ მთავრობის, ტიკარაძემ რა პრობლემები უნდა მოაგვაროის?”, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კითხვაზე, ხომ არ აისახება გაზრდილი სტატისტიკა უარყოფითად ამომრჩევლის აქტივობაზე, კაპანაძე პასუხობს, რომ შესაძლოა, ასეც მოხდეს. არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას ამომრჩევლის დაბალი აქტივობის იმედი აქვს.

“ხელისუფლებას თუ ეს ჩანაფიქრი აქვს, მინდა გავაფრთხილო - ეს ნომერი არ გაუვათ და ნებისმიერ შემთხვევაში, დამარცხდებიან ამ არჩევნებში”, -აცხადებს კაპანაძე.

ირინა მაკარიძე