ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

14:35 22/10/2020

"გირჩის" ლიდერისა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მის ვაჟს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ აქტივობებს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს და შექმნილი ვითარების გამო, საჯარო აქტივობებს წყვეტს.

„კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.

ამჟამად ბევრად უკეთესადა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.

სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ, 31-ში უნდა მოვიგოთ“, – წერს ჯაფარიძე.