თავდამსხმელი გამოცდილი იყო, საჯაროობით გადავრჩით - ირაკლი კვარაცხელია
თავდამსხმელი გამოცდილი იყო, საჯაროობით გადავრჩით - ირაკლი კვარაცხელია

A+ A-

14:45 22/10/2020

ბანკზე თავდასხმის ფაქტი მედიას აქტიურად რომ არ გაეშუქებინა, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა. ამის შესახებ ვარაუდს "საქართველოს ბანკში" მძველად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია გამოთქვამს. 

მისი თქმით, ტერორისტი საკმაოდ გამოცდილი და გაწაფული იყო. მისივე თქმით, ყველა მძევალს ჰქონდა განცდა და შიში, რომ თავდამსხმელი უკიდურესად მძიმე დანაშაულს ჩაიდენდა და მძევლებს დახოცავდა, რადგან მათ ემუქრებოდა:

"თავდამსხმელი გამოცდილი იყო იარაღთან ურთიერთობაში და ასეთ კრიზისულ სიტუაციებში საერთოდ არანირი ნერვიულობის კვალი არ ეტყობოდა. ზუსტად იმდენს აკეთებდა, რამდენიც საჭირო იყო. იმდენი გაისროლა, რომ ხალხი შეეშინებინა. ჩვენ გვეუბნებოდა, აი, თქვენმა მთავრობამ როგორ დაგიკიდათ ფეხზე და როგორ არ მოიტანა ამდენი ხანი ფულიო. იმიტომ, რომ, როგორც  იცით, 6 საათზე ამოიწურა დეტალების დრო.

დეტალებზე შეთანხმება იყო - თანხის მოტანაზე, მანქანის მოყვანაზე, სად უნდა გაჩერებულიყო მანქანა... საბოლოო ჯამში, ჩვენ საჯაროობით გადავრჩით. იქიდან გამომდინარე, რომ თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რადგან ეს ინფორმაცია გამოუშვეს, ისინი მაღალი ალბათობით მისი ლიკვიდაციის ბრძანების გაცემას აპირებდნენ და შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად დავიხოცებოდით",- ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია, თავმდამსხმელმა კი 500 000 ამერიკული დოლარით მიმალვა მოახერხა.