კრიმინალს არ ვურჩევდი გააქტიურდეს - გია ვოლსკი
კრიმინალს არ ვურჩევდი გააქტიურდეს - გია ვოლსკი

A+ A-

15:31 22/10/2020

კრიმინალს არ ვურჩევდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ოპონენტების შეფასებას გამოეხმაურა კრიმინალის წახალისების თაობაზე.

დეპუტატის თქმით, გუშინ შეიძლება, მოძალადე არ გაქცეულიყო და სპეცოპერაციის ჩატარებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ საფრთხის წინაშე დადგებოდა მოქალაქე, მძევალი და გარშემო მყოფი ადამიანები.

„რასაკვირველია, ეს დიდ დივიდენს იმ პოლიტიკურ პარტიას მოუტანდა, ვინც კითხვას სვამს – რამდენად სწორად იმოქმედა პოლიციამ. პოლიციამ სწორად იმოქმედა, ვახტანგ გომელაურმა და ის მოწოდების სიმაღლეზე იყო. კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც. თქვენთვის ეფექტური ოპერაცია ის არის, როცა ადამიანი დაიღუპება, მხიარულება და ჟივილ-ხივილი ატყდებოდა გარკვეულ მედია საშუალებებში. ეს არ მოხდა და რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიმართ კითხვები აგრესიული იქნება. თქვენს დროს ბანდიტიზმი იყო გაჯეჯილებული, ჩვენს დროს ასე არ არის. წინა მმართველობისას ბანდიზმი თავად ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, ყაჩაღობის ფაქტები რამდენიც გინდა, იმდენი იყო. 2005 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი, ვიდრე 2013 წლიდან 2019 წლამდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერსად წაუხვალთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია, თავმდამსხმელმა კი 500 000 ამერიკული დოლარით მიმალვა მოახერხა.

 

მსგავსი თემები