ბიუჯეტის თანხა არ იყო, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? - შს მინისტრი
ბიუჯეტის თანხა არ იყო, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? - შს მინისტრი

A+ A-

18:05 22/10/2020

ზუგდიდში მდებარე "საქართველოს ბანკის" მძარცველს თანხა ბიუჯეტიდან არ წაუღია. ამის შესახებ საქართველოს შინაგად საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისა და პირადად მისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასუი არანაირი თანხა არ არსებობს.

„თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვი, არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზეა საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ, რომ დავაკავებთ ამ ადამიანს,გამოვალ და ღიად ვიტყვი მაშინ“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში მდებარე "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს. ოფიციალური ინფორმაციით წაღებულია ნახევარი მილიონი დოლარი.