შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიას მადლობა გადაუხადა
შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიას მადლობა გადაუხადა

A+ A-

18:22 22/10/2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრესის თანამშრომლემს მადლობა გადაუხადა 21 ოქტომბერს, ზუგდიდში მომხდარი "საქართველოს ბანკის" გაძარცვის დროს გაწეული შრომისთვის.

მისივე თქმით, პრესის თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მნიშვნელოვანია.

"პირველრიგში პრესის წარმომადგენლებს მინდა მადლობა მოგიხადოთ, მნიშვნელოვანი იყო ის თანამშრომლობა და ურთიერთობა,,რომელიც გუშინ გამოიჩინეთ. აგრეთვე საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობას ვუხდი მადლობას თანამშრომლობისთვის და გვერდში დგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კიდევ ერთხეკ დიდი მადლობა, რომ გვერდში დაგვიდექით".-განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში მძარცველმა "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღა. ოფიციალური ინფორმაციით წაღებულია ნახევარი მილიონი დოლარი.