მივიღე მძიმე გადაწყვეტილება, გავუშვი იქ, საიდანაც შეიძლება ცოცხალი ვერ დაბრუნებულიყო - გომელაური გალდავაზე
მივიღე მძიმე გადაწყვეტილება, გავუშვი იქ, საიდანაც შეიძლება ცოცხალი ვერ დაბრუნებულიყო - გომელაური გალდავაზე

A+ A-

19:05 22/10/2020

ძნელი გადასაწყვეტია, როდესაც თანამშრომელს უშვებ იქ, საიდანაც არ იცი, ცოცხალი დაბრუნდება თუ არა“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ გმირული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გადაწყვიტა, რომ "საქართველოს ბანკის" მძარცველს მძევლად ჩაბარებულიყო სხვების სიცოცხლის გადასარჩენად.

"ადამიანი როდესაც საკუთარ სიცოცხლე წირავს სხვისთვის, ეს არ არის ადვილი საქმე, ალბათ, დამეთანხმებით. არც ჩემთვის იყო ადვილი ეს გადაწყვეტილება მიმეღო და გამეშვა თანამშრომელი იქ, საიდანაც არ ვიცოდი, დაბრუნდებოდა თუ არა ცოცხალი.

მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ავთანდილ გალდავასთვისაც მძიმე იყო, თუმცა ერთი წამითაც არ უთქვამს უარი და არ შეუდრეკია თავისი გმირული გადაწყვეტილება, ამიტომაც მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის". - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" მძარცველმა აიყვანა 43 მძევალი, ხოლო ნახევარი მილიონი დოლარის მიღების შემდეგ 3 მძევალთან ერტად დატოვა ბანკის შენობა. ტერორისტთან მთავარი მომლაპარაკებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა გახლდათ.

ავთანდილ გალდავა, როგორც "2020NEWS" უკვე წერდა პროფესიით ავიატორია, მუშაობდა დეტექტივად და ამჟამინდელ პოსტს 1 წელია იკავებს.