"ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპი"
"ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპი"

A+ A-

12:51 25/10/2020

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა. მან ხმა ფლორიდაში, პალმ ბიჩის ბიბლიოთეკაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა.

საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ "ხმა მისცა კაცს, სახელად ტრამპი".

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა გააკრიტიკა ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბნებზე დააფიქსირონ. აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 50 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.