ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ძარცვის მიზნით შეპარული პირისთვის წინააღმდეგობის გაწევისას 51 წლის მამაკაცი დაშავდა
ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ძარცვის მიზნით შეპარული პირისთვის წინააღმდეგობის გაწევისას 51 წლის მამაკაცი დაშავდა

A+ A-

13:01 25/10/2020

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეპარული პირისთვის წინააღმდეგობის გაწევისას 51 წლის მამაკაცი დაშავდა.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიმშიაშვილების საცხოვრებელში გამთენიისას უცნობი პირი სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიპარა. როგორც ხიმშიაშვილები ამბობენ, ის იმ ოთახში გადაძვრა, სადაც მეპატრონეს არასრულწლოვანთან ერთად ეძინა. 51 წლის ბადრი ხიმშიაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა.

უცნობია, სახლიდან არის თუ არა გატანილი თანხა, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მას სახის ძვლების მოტეხილობა აქვს, თავის ტვინი კი დაზიანებული არ არის, მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.