მე ვარ ეკა კვალიაშვილი და მე არ ვიმღერებ იმისთვის, რომ ვიღაცამ მოწყალე თვალით გადმომხედოს
მე ვარ ეკა კვალიაშვილი და მე არ ვიმღერებ იმისთვის, რომ ვიღაცამ მოწყალე თვალით გადმომხედოს

A+ A-

612

17:56 25/10/2018

მომღერალი ეკა კვალიაშვილი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე, სადაც ესტრადის არაერთმა წარმომადგენელმა იმღერა, არავის მიუწვევია.

როგორც მან “2020NEWS”-თან საუბრისას განაცხადა, ღონისძიებაზე მიწვევისა და კარგი ჰონორარის შემთხვევაში, აუცილებლად იმღერებდა.

"ისე არავის არ ვუგალობ. არ ვარ არცერთი მთავრობის მომღერალი. ჩემი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, სტუმრებისთვის და ჩემი მსმენელისთვის ვიმღერებ, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკაში და საერთოდ არ ვიცნობ, უნდა გადაიხადოს თანხა იმისთვის, რომ ვიმღერო.

მე ვარ ეკა კვალიაშვილი. არ მინდა ამბიციურად გამომივიდეს, თუმცა მე არ ვიმღერებ იმისთვის, რომ ვიღაცამ მოწყალე თვალით გადმომხედოს. სიმღერა არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკას. კარგად ბრძანდებოდნენ სალომე ზურაბიშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც.

მე ყველას ვუსურვებ გამარჯვებას, ვინც ქვეყნისთვის ნამდვილად გააკეთებს რაიმე სასიკეთოს. მე არც მხარს ვუჭერ და არც წინააღმდეგი ვარ არავისი, მე ის მაინტერესებს, ვისაც მე ვაინტერესებ“, - განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.