მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და არა პიროვნებებს, ან პოლიტიკოსებს - რატომ არ უმღერა დათო გომართელმა ბიძინას, სალომეს და "ქართულ ოცნებას"?!
მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და არა პიროვნებებს, ან პოლიტიკოსებს - რატომ არ უმღერა დათო გომართელმა ბიძინას, სალომეს და "ქართულ ოცნებას"?!

A+ A-

128

18:00 25/10/2018

სპორტის სასახლეში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე, ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა ბიძინას, სალომეს, "ქართული ოცნების" ელიტის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, "ოცნების პარტიული ჰიმნი - ჩემი საქართველო აქ არის" შეუსრულეს. თუმცა,  არიან ისეთებიც, ვინც უარი თქვა, შეესრულებინა ცნობილი ჰიტი. მათ შორის არის დავით გომართელიც.

"პოლიტიკაში არ ვერევი და არც გარეული ვარ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ღონისძიებებიდან  შემოთავაზებაზე უარს ვამბობ ხოლმე. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და არა პიროვნებებს, ან პოლიტიკოსებს“, - განუცხადა "2020NEWS"-ს დათო გომართელმა.

"ქართულ ოცნებას" არ უმღერეს: ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ლელა წურწუმიამ, მერაბ სეფაშვილმა, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ანრი ჯოხაძემ, თამრიკო ჭოხონელიძემ, ეკა კვალიაშვილმა, ნინი ბადურაშვილმა, მაკა ზამბახიძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, რატი დურგლიშვილმა, გია სურამელაშვილმა, დათო გომართელმა, ნინო ჩხეიძემ, სტეფანემ და ა.შ. - ეს ცნობილი სახეები არც სპორტის სასახლეში გამოჩენილან.

შეგახსენებთ, დღეს სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ელიტასთან ერთად, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საკუთარ ამომრჩევლებთან. ამით, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დაასრულა. არჩევნებამდე 3 დღე დარჩა.