რატომ არ მიიღეს მონაწილეობა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გალობაში ლიზა ბაგრატიონმა, ნინო ჩხეიძემ და დათო ხუჯაძემ?
რატომ არ მიიღეს მონაწილეობა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გალობაში ლიზა ბაგრატიონმა, ნინო ჩხეიძემ და დათო ხუჯაძემ?

A+ A-

180

18:54 25/10/2018

სალომე ზურაბიშვილთან მხარდამჭერ შეხვედრაზე ქართული ესტრადის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი იყო მისული.  ბიძინა ივანიშვილს, სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ელიტის წარმომადგენლებს  „ოცნების პარტიული ჰიმნი“, ჩემი საქართველო აქ არის“ არ უმღერიათ წარსულში პოლიტიკურად აქტიურ მომღერლებს, ლიზა ბაგრატიონს, დათო ხუჯაძესა და ნინო ჩხეიძეს. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რატომ მოხდა ასე.

თუ  რატომ არ მიიღო მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში ლიზა ბაგრატიონი პასუხობს, რომ პოლიტიკა აღარ აინტერესებს.  „სიმართლე გითხრათ, არ მინახავს კლიპი, თბილისში არ ვიყავი და არც არავის შემოუთავაზებია მონაწილეობა. დიდი ხანია, დავამთავრე პოლიტიკური ამბებით დაინტერესება.  ვისაც ვებრძოდი ის ხელისუფლებაში აღარ არის და ამით კმაყოფილი ვარ“, -  განუცხადა ლიზა ბაგრატიონმა „2020 NEWS“-ს.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა მომღერალი დათო ხუჯაძე. ხუჯაძეს კლიპში მონაწილეობა შესთავაზეს, მაგრამ მას, როგორც რუსეთი მოქალაქეს,  არ აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ღონისძიებებში.

"სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქე არ ვარ. ამიტომ ვერც საპრეზიდენტო არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას და არც აგიტაციაში ჩართვის უფლება არ მაქვს“, - განუცხადა დათო ხუჯაძემ  „2020NEWS“-ს.

მომღერალი ნინო ჩხეიძე კი ფიქრობს, რომ არასდროს მიიღებს პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობას.

"შემოთავაზება არ მქონია. მაგრამ, გპირდებით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებ. რადან, ზოგი როგორ იღებს და ზოგი როგორ. რაც არ უნდა უწყინარად გააკეთო, ყოველთვის კარგი პიარი არ მოჰყვება ამას. უფრო ჩემს საქმეზე ვარ ორიენტირებული და მინდა, რასაც ვაკეთებ, უფრო კარგად გავაკეთო. არ მინდა, პოლიტიკურ აჟიოტაჟში ვიყო ჩართული“, - განუცხადა „2020NEWS“-ს ნინო ჩხეიძემ.