მელია VS კობიაშვილი - ვინ გაიმარჯვებს გლდანის სამკვდრო-სასიცოცხლო ომში, არ იციან თავად ვარსკვლავებმაც
მელია VS კობიაშვილი - ვინ გაიმარჯვებს  გლდანის სამკვდრო-სასიცოცხლო ომში, არ იციან თავად ვარსკვლავებმაც

A+ A-

10:46 28/10/2020

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „2020NEWS“-თან აცხადებს, რომ გლდანში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება, სადაც  „ნაციონალ“  მშვილდოსან - ნიკა მელიასთან ორთაბრძოლა „ოცნების“  კირჩხიბ - ლევან კობიაშვილს ძალიან გაუჭირდება. 

მისივე თქმით, მეტი შანსი პიროვნულად ნიკა მელიას აქვს, პარტიულად კი - ლევან კობიაშვილს.

,,დავიწყოთ იქიდან, რომ გლდანში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა  და ომი იქნება. ასტროლოგიური კუთხით შანსი ნიკა მელიას აქვს, როგორც მშვილდოსანს, ამიტომ  კობიაშვილს დიდ ბრძოლას გაუმართავს, მაგრამ  კობიაშვილი გაიმარჯვებს, გამომდინარე იქიდან, რომ ზურგს “ქართული ოცნება“ უმაგრებს.

ამის გათვალისწინებით, მცირეოდენი რაოდენობით, მაგრამ მაინც გაიმარჯვებს კობიაშვილი. 

უნდა აღინიშნოს, რომ მას ნიკა მელიასთან ძალიან გაუჭირდება,  ყველაზე დიდი საბრძოლო პაექრობა გლდანში იქნება,  შანსები თითქმის  თანაბარია“ , - განაცხადა ცაგარელმა.

ქვეყნის მთავარ ასტროლოგს თუ მთლად არ დავუჯერებთ და სოციოლოგიურ კვლევებსაც მოვიშველიებთ, მაშინ ნიკა მელიას პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.