სოფო ხალვაშს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაში მონაწილეობის გამო პრობლემები შეექმნა
სოფო ხალვაშს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაში  მონაწილეობის გამო პრობლემები შეექმნა

A+ A-

242

19:09 25/10/2018

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა მომღერალმა სოფო ხალვაშმა ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა.

 სოფო ხალვაში, რომელიც გადაცემა ''დილის ტალღის'' წამყვანია თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო.

"მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს'', - ამბობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე.

შაბათ-კვირას ''დილის ტალღა'' ეთერში გავა, მაგრამ "მაუწყებლის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მას სოფო ხალვაში არ წაიყვანს, რადგან ამ ეტაპზე დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს.