თხის რქა ვოლსკის ჭიდაობა მორიელ დოლიძესთან მოუწევს - ორივეს სასწორი სამუშია დაეჭიდება
თხის რქა ვოლსკის ჭიდაობა მორიელ დოლიძესთან მოუწევს - ორივეს სასწორი სამუშია დაეჭიდება

A+ A-

11:19 29/10/2020

„ქართული ოცნება“ - თხის რქა - გია ვოლსკი;  მორიელი - ანა დოლიძე; „ლელო საქართველოდან“ - სასწორი - ლევან სამუშია - ასეთი იქნება დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების მთავარი სამეული მიხეილ ცაგარელისეული ასტროპროგნოზით, რომელიც მან „2020NEWS“-თან ექსკლუზიურად პოლიტიკის ვარსკვლავებისთვის გააკეთა.

ქვეყნის მთავარი ასტროლოგის თქმითვე, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკურ ამინდს დიდუბე-ჩუღურეთში ვერ შექმნის. ვარსკვლავები არ წყალობენ.

თუმცა, ვნახოთ, „ლეიბორისტების ეზოს“ ოპოზიციის კანდიდატი ტყუილად იხვეწება თუ არა 1 ხმას ფეისბუქის ცნობილი ფოტოდან. თავად ის დარწმუნებულია, რომ მასსა და ვოლსკის შორის შედგება გადამწყვეტი ბრძოლა მეორე ტურისთვის.

 

„ლევან სამუშიას, როგორც სასწორს „ლელოში“ გადასვლის გარეშე წარმატების მეტი შანსი ჰქონდა. სამწუხაროდ, მას ამ პარტიაში გამარჯვების შანსები უმცირდება. სამუშიას ნებისმიერ სხვა პარტიაში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ექნებოდა ამ ოლქში.

ანა დოლიძეს აქვს კარგი შანსები. მორიელში ახლა თეთრი მთვარე გადადის, მოდი, ასე ვთქვათ, მფარველი ანგელოზი, რომელიც მას მაქსიმალურად დაეხმარება. თუმცა, წარმატებისთვის ეს საკმარისი არ იქნება.

დიდუბის ოლქში ყველა ვარიანტში გია ვოლსკი იმარჯვებს, მაგრამ სირთულეებით. მას დიდ ბრძოლას ანა დოლიძე გაუმართავს. თავის მხრივ კი, ამ ორივეს ბრძოლას სამუშიას კანდიდატურა გაუმართავს.

ამჯერად გაიმარჯვებს ვოლსკი, მეორეზე ანა დოლიძე გავა. მეორე ადგილისთვის დოლიძე-სამუშიას შორის იქნება ბრძოლა“, - განაცხადა ცაგარელმა.

მოკლედ,  ქვეყნის მთავარ ასტროლოგს თუ დავუჯერებთ, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვოლსკის ამ ოლქში მარტივი ბრძოლა ნამდვილად არ ელის და პარტიული მხარდაჭერის იმედი უფრო უნდა ჰქონდეს,  ვიდრე - ვარსკვლავების. სამაგიეროდ,  ამ არჩევნებში დანარჩენი ორი დებიუტანტი: დოლიძე და სამუშია არიან მთლიანად ვარსკვლავური კარმის  იმედად.