რა აკრძალვები მოქმედებს არჩევნების დღეს?
რა აკრძალვები მოქმედებს არჩევნების დღეს?

A+ A-

11:37 29/10/2020

გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა 2 დღე.  მოდი, გავეცნოთ, თუ რა ტიპის აკრძალვები მოქმედებს 31 ოქტომბერს. 

არჩევნების დღეს კანონით დადგენილი შემდეგი რიგი აკრძალვები მოქმედებს: 

1. 31 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია;

2. აკრძალულია კენჭისყრამდე 8-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გადაცემა;

3. აკრძალულია აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა;

4. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე;

5.  კენჭისყრის დღეს აკრძალულია პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო და საუბნო კომისიების წევრების გამოწვევა;

6. იკრძალება საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის დანიშვნა, გამოწვევა, შეცვლა;