თვითიზოლაციაში 29 074 ადამიანი იმყოფება - ნათია მეზვრიშვილი
თვითიზოლაციაში 29 074 ადამიანი იმყოფება -  ნათია მეზვრიშვილი

A+ A-

12:16 29/10/2020

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციაში 29 074 ადამიანი იმყოფება, ხოლო კოვიდსასტუმროში 2 346 და ბინაზე 11 809 პირი გადის მკურნალობას. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან თბილისში - 3 764 ადამიანი, აჭარაში - 11 190, იმერეთში კი 4 024 ადამიანი იმყოფება.

„ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696.

მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29.

2 346 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 826 - აჭარაში, ხოლო 1 234 - თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში-1 649. სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 728 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 3 764 პირი, აჭარაში - 11 190, იმერეთში - 4 024,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 709  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 075 პაციენტი.