შვილო, ბადრი, გელოდებოდით, გამოდი შვილო, ან დაგვიკავშირდი, ან ჩაბარდი პოლიციას - ბადრი ესებუას მამა
შვილო, ბადრი, გელოდებოდით, გამოდი შვილო, ან დაგვიკავშირდი, ან ჩაბარდი პოლიციას - ბადრი ესებუას მამა

A+ A-

14:21 29/10/2020

„შვილო, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, - ასე მიმართავს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელ ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა მის შვილს მედიაჰოლდინგ „კვირას“ საშუალებით.

როგორც ესებუას მამა ამბობს, მისი შვილი გუშინ უნდა გამოჩენილიყო, თუმცა ამ დრომდე მის შესახებ არანაირი ინფორმაციას არ აქვთ.

„შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი ვიცი შენი ადგილსამყოფელის შესახებ. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და ყველაფერი ნორმალურად გაირკვევა. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას. ესაა ჩემი სათქმელი“, - აცხადებს ტარიელ ესებუა ვიდეომიმართვაში.

შეგახენებთ, სენაკის მე-2 ბრიგადის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ბადრი ესებუამ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 000 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. უკვე მე-7 დღეა ესებუას ძებნა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, ის სამართალდამცველებს 2-ჯერ დაუსხლტა ხელიდან.