დაპირისპირება ფონიჭალაში - "ქართული მარშის" წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" კოლონას გზა გადაუკეტეს
დაპირისპირება ფონიჭალაში - "ქართული მარშის" წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" კოლონას გზა გადაუკეტეს

A+ A-

17:24 29/10/2020

ფონიჭალაში "ქართული მარშის" წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე რუსთავიდან მომავალ კოლონას გზა გადაუკეტეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, "მარშელებმა" კოლონას ჯერ გზა გადაუკეტეს შემდეგ კი, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

"თქვენ ხართ მკვლელები და ჯალათები", - სკანდირებდნენ "მარშელები". 

ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. 

ცნობისთვის, დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" შემაჯამებელი აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე დაიწყება.