"ვემშვიდობებით ბიძინას!" - რა ხდება "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე?
"ვემშვიდობებით ბიძინას!" - რა ხდება "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე?

A+ A-

18:22 29/10/2020

„დღეს ვმართავთ აქციას, სიმბოლური სლოგანით - „ვემშვიდობებით ბიძინას“, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე "2020NEWS"-თან საუბრისას. მისი თქმით, პარტია ითვალისწინებს კოვიდის პრევენციის ნორმებს და აქცია ყველა წესის დაცვით იმართება.

„დღეს ვმართავთ აქციას სიმბოლური სლოგანით - „ვემშვიდობებით ბიძინას“. ყველა კვლევა ამბობს ამას, რომ ხელისუფლება იცვლება კოალიციური მთავრობით. ძალიან მიხარია, რომ ირაკლი კობახიძე ყოველდღე მართავს ბრიფინგს. მისი ყოველი გამოსვლა აახლოებს „ოცნების“ დასასრულს. ხელისუფლება შეიცვლება, თუ ჩვენ არ მივცემთ გაყალბების საშუალებას. თითოეულმა მოქალაქემ, დამკვირვებელმა და პარტიამ უნდა დავიცვათ ხმები. არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ჩვეული „ტრიუკების“ ჩატარების საშუალება, დავიცვათ ჩვენი ხმები, მოვიდეთ არჩევნებზე - ესაა გაყალბების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ფორმულა“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი აქცია იმართება.

ირინა მაკარიძე