ნაძალადევში მერწყულ ნათელაშვილის დრო წავიდა - კირჩხიბი ყაველაშვილი საარჩევნო გოლს გაიტანს
ნაძალადევში მერწყულ ნათელაშვილის დრო წავიდა - კირჩხიბი ყაველაშვილი საარჩევნო გოლს გაიტანს

A+ A-

16:40 30/10/2020

„ლეიბორისტ“ და მერწყულ შალვა ნათელაშვილის კარგი ორატორული ნიჭის მიუხედავად, ნაძალადევში გამარჯვებას ვარსკვლავები არ უწინასწარმეტყველებენ, რადგან მისი ზოდიაქო მორიელში შედის.. „ოცნების“ ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილითვის კი თავისტკივილი „პატრიოტი“ ირმა ინაშვილი გახდება.

როგორც ცაგარელმა სააგენტოსთან საუბარისას განაცხადა, ნათელაშვილის ეპოქა წავიდა და მას ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კირჩხიბი მიხეილ ყაველაშვილი დაამარცხებს.

,,შალვა ნათელაშვილს ყველა კარგად იცნობს. ეს არის კაცი, რომელიც იმ პარტიისკენ მიდის, სადაც ბევრი ფულია. შევარდნაძის დროს, შევარდნაძესთან იყო, სააკაშვილის პერიოდში სააკაშვილს შეეკედლა.

ნათრელაშვილის ზოდიაქო მორიელში შედის და ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პოზიცია. თუმცა, თავის ფრაზებს ძალიან კარგად ფუთავს, კარგი ორატორია. ადრე ეს უფრო კარგად მუშაობდა, მაგრამ მისი პოლიტიკური ეპოქა წავიდა და ახლა მისი ფრაზეოლოგია აღარ მუშაობს. ამიტომ შანსი ძალიან დაბალი ექნება. მაქსიმუმ მესამე ადგილი თუ დაიკავა, ეს იქნება დიდი მიღწევა.

პირველ ადგილზე მიხელ ყაველაშვილი გავა, მაგრამ “ქართულ ოცნებას“ ბევრად უკეთესი კანდიდატები ჰყავდა, ვინც შეიძლებოდა დაეყენებიონათ ნაძალადევში.

ყაველაშვილს არაფერს ვერჩი, მშვენიერი ფეხბურთელი იყო. ჩვენ გვყავს გაცილებით ძლიერი კადრები, რომლებიც თამაშგარე დარჩნენ. თუმცა, მაინც ყაველაშვილი იმარჯვებს“, - განაცხადა ასტროლოგმა.

მისივე თქმით, ირმა ინაშვილის მშვილდოსან პარტიას - „პატრიოტთა“ ალიანსს“ მეტი შანსი აქვს, თუმცა, კანდიდატიც მძიმე ბრძოლას გამართავს ნაძალადევში.