ვაშინგტონში ქართული ფილმის ფესტივალი გაიმართება
ვაშინგტონში ქართული ფილმის ფესტივალი გაიმართება

A+ A-

181

15:53 26/10/2018

ქართული ფილმის ფესტივალი - "Georgian Contemporary Film Festival" 13-16 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართება. ფესტივალს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს საელჩო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ერთობლივად წარმოადგენენ. აშშ ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს 6 ქართული ფილმის ჩვენებას და ფილმების ავტორებთან დისკუსიას. ფესტივალზე მაყურებელი იხილავს 6 ქართულ ფილმს: „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (რეჟისორები: ნანა & სიმონი); „არა, მეგობარო“ (რეჟისორი: გიო მგელაძე); „დედე“ (რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი); „სხვისი სახლი“ (რეჟისორი: რუსუდან გლურჯიძე); „საშიში დედა“ (რეჟისორი: ანა ურუშაძე); „შემთხვევითი პაემნები“ (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი). ფილმის ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.