საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია - პომპეო
საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია - პომპეო

A+ A-

22:41 18/11/2020

საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი საუბარი მქონდა სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე. საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია“, - წერს მაიკ პომპეო.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოფრინდა. იგი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, პომპეო შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს. მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა.