ზვავსაშიშროების გამო, გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზვავსაშიშროების გამო, გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.