ოპოზიცია პარლამენტში 2 წლით შესვლას, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს უნდა დათანხმდეს - შერიგების ახალი ფორმულა
ოპოზიცია პარლამენტში 2 წლით შესვლას, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს უნდა დათანხმდეს - შერიგების ახალი ფორმულა

A+ A-

16:28 20/11/2020

დასავლეთს არ აწყობს საქართველოში დასტაბილიზაცია. მათი სურვილია, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. კომპრომისულვარიანტია, ოპოზიცია 2 წლის ვადით შევიდეს პარლამენტში,  ხელისუფლება კი დათანხმდეს 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, თანაც პროპორციული წესით. ამის შესახებ “2020NEWS”-თან საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრაზეც, დიდი ალბათობით,  შტატების ელჩი კელი დეგნანი ცდილობდა ოპოზიციის დარწმუნებას, რათა ისინი პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მცდელობა, ჯერჯერობით, უშედეგოა.

ოპოზიცინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება ევროკავშირისდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს. შეხვედრიდან გამოსული ლიდერები აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ, რა შეიძლება იყოს დასავლეთის შემდეგი ნაბიჯი?

- დასავლეთს მოუწევს, ოპოზიციის პოზიციას გაგებით მოეკიდოს, რადგან დასავლეთის სადამკვირვებლო სტრუქტურები აღიარებენ, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის ნებაზე ძალადობას, მათი მოსყიდვისა და დაშინების მცდელობას.

მიუხედავად ამისა, დასავლეთის სურვილია, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და  ვითარება განიმუხტოს.

დასავლეთს არ აწყობს საქართველოში დასტაბილიზაცია. მეორეს მხრივ, დასავლეთი გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. დაშინებისა და ძალადობის ფაქტების დაფიქსირების გამო, რთულია, ამ არჩევნების კანონიერება ცნო.

ბუნებრივია, დასავლეთი ნეგატიურად არ აღიქვამს ამ ფაქტს და ოპოზიციას ვერ მიიჩნევს არაკონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალად.

- „ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს, მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში“. ამის ესახებ შშ-ის სახელმწიფო დეპრატამენტმა განაცხადა. რას უნდა ნიშნავდეს ეს განცხადება?

- დასავლეთის სურვილი არის, რომ საქართველომ დესტაბილიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან აიცილოს და წინაპირობა არსებობდეს პოლიტიკური დებატების წარმოებისთვის, ამიტომ დასავლეთი დაინტერესებულია, დარღვევების მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

შეხვედრაზე, აშშ-ის ელჩი ალბათ ცდილობდა, დაერწმუნებია ოპოზიცია, რომ ისინი პარლამენტში შესულიყვნენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობა, ჯერჯერობით, უშედეგოა.

- და მაინც, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ?

- ოპოზიციური პარტიები თავიანთ პრინციპულობას აფიქსირებენ და უარს აცხადებენ, პარლამენტის წევრობის სტატუსზე, თანამდებობებსა და ხელფასზე იმ მიზნით, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, ვინაიდან 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესსა და ამომრჩევლის პატივისცემას.

მგონია, დებატები გაგრძელდება და კომპრომისის გამონახვაც შესაძლებელია.

კომპრომისულ ვარიანტად განვიხილავ იმას, რომ ხელისუფლება დათანხმდეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს, პროპორციული წესით, ელექტრონულად ჩატარდეს ისე, როგორც ესტონეთში ტარდება.

სამაგიეროდ, ოპოზიცია უნდა დათახმდეს პარლამენტში ორი წლის ვადით შესვლას, ვიდრე გაიმართება ვადამდელი არჩენები.

ამ შემთხვევაში ორივე მხრიდან დათმობა გამოვა და არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის ღირსება არ შეილახება, რადგან ორივე თმობს და რაც მთავარია, ეს ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს საკეთილდღეოდ, ანუ სამოქალაქო დაპირისპირებას თავიდან ავიცილებთ“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს დღეს დილიდან, ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. უახლოეს დღეებში კი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის გამართვა იგეგმება.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა დღეს  სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს. „ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით, მაგრამ არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს“.

ირმა ჯოხაძე