ვინ არის შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც წერეთელზე მიკროსაფინანსოში შეიჭრა
ვინ არის შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც წერეთელზე მიკროსაფინანსოში შეიჭრა

A+ A-

18:21 20/11/2020

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული მამაკაცი ვინაობა ცნობილია.

თავდამსხმელი სავარაუდოდ  ბორჯომელი ლევან ზურაბაშვილია.

ის ამჟამად თბილისში ორხევის დასახლებაში ცხოვრობს.

ზურაბაშვილს ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლეს კი რამდენიმე ხნის წინ დაშორდა.

„სახლში ჰყავს დედა, თვითონ ხშირად სვამს თორემ ისე გადასარევი ბიჭია. როგორც ვიცი თამაშობდა, ერთი სახლი ამის გამო ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია ჩადებული და დედამისი ქუჩაში რჩება“, – გვიყვება თავდამსხმელის მეზობელი.

ცოტა ხნის წინ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გავრცელდა ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ სავარაუდოდ, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

წყარო: primetime