რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს?
რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს?

A+ A-

18:45 20/11/2020

წერეთლის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.  

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში იმყოფება ერთი თავდამსხმელი და ის შეიარაღებულია.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი ლევან ზურაბიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თავის მოთხოვნებს აყენებს.

„სესხზე პროცენტები 7-მდე დაიწიოს, შემცირდეს ფასები მედიკამენტებზე და გაუქმდეს აზარტული თამაშები“ - ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც სავარაუდო თავდამსხმელი თავის ვიდეომიმართვაში აჟღერებს.