საქართველო ნაცების გარეშე! თურმე, შესაძლებელი ყოფილა - ლაშა ნაცვლიშვილი

საქართველო ნაცების გარეშე! თურმე, შესაძლებელი ყოფილა. ასე ეხმაურება "ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
“21 ნოემბერი – საქართველო ნაცების გარეშე!
თურმე, შესაძლებელი ყოფილა. მოვინდომოთ და 365-დე გავზარდოთ ამ დღეების რაოდენობა სამომავლოდ. ნაკიან წელს კი, 29 თებერვალი დავუტოვოთ, სანიტარული დღესავით – რომ არ მოვდუნდეთ”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს და ბოიკოტს უცხადებს.