ოპოზიცია ისანში პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, თუმცა არვიცით რა ფორმით - მდინარაძე
ოპოზიცია ისანში პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, თუმცა არვიცით რა ფორმით - მდინარაძე

A+ A-

17:52 21/11/2020

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, თუმცა, რა სახის პროვოკაცია იქნება ეს, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, ისინი აპირებენ განაცხადონ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ზოგიერთ თავის მხარდამჭერს ხელოვნური კონკურენციის შექმნის მიზნით, მათი ოპონენტის შემოხაზვა დაავალა. 

"ერთ-ერთი მათი მინი პროვოკაცია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი აპირებენ საღამოს თქვან, თითქოს, "ქართული ოცნება" ავალებდა თავისი მხარდამჭერების ნაწილს, რომ მათ შემოეხაზათ 5-იანები იმისათვის, რომ თითქოს ხელოვნური კონკურენცია გაჩენილიყო, თითქოს ისინი არ აქტიურობდნენ თავიანთი აგიტატორების მეშვეობით.

ასევე, ისნის ერთ-ერთ უბანზე აპირებენ პროვოკაციის მოწყობას. ნამდვილად არ ვიცით პროვოკაციის ფორმა, თუმცა ერთ-ერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ, რომ იქ არეულობის ფონი შექმნან,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.