ხელვაჩაურში 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა
ხელვაჩაურში 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

A+ A-

19:02 21/11/2020

ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. როგორც ამ უბნის საარჩევნო კომისიის მდივანი ნებული შაშიკაძე  აცხადებს, შემთხვევა დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა.

„ამომრჩეველმა ხმა მისცა უბანზე და გარეთ როცა გავიდა, თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დახმარება ვეღარ მოასწრეს, უცებ გარდაიცვალა“, – აცხადებს კომისიის მდივანი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. გარდაცვლილი ამომრჩეველი დაახლოებით 60 წლის კაცია.

წყარო: ბათუმელები