ქვეყნის ჩაკეტვა მხოლოდ მათ უნდათ ვინც ფინანსურად მდგრადია - ზურა ჭიაბერაშვილი
ქვეყნის ჩაკეტვა მხოლოდ მათ უნდათ ვინც ფინანსურად მდგრადია - ზურა ჭიაბერაშვილი

A+ A-

15:46 22/11/2020

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში ქვეყნის მოსალოდნელ ჩაკეტვას არამიზნობრივს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ე.წ ლოქდაუნს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ სისტემა მდგრადია. 

"ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია)...

ჩაკეტვის მომხრეთ უმრავლესობა ის ხალხია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გაძლონ სახლიდან გაუსვლელად (საჯარო სექტორი + კერძო სექტორის მაღალანაზღაურებადი მცირე ნაწილი). დანარჩენები უგონოები და არარაციონალურები კი არ არიან. სახლიდან გაუსვლელად, უბრალოდ, საჭმლის ფული არ ექნებათ." , - წერს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.